დღევანდელი გურიის ტერიტორიის დასახლება აღმოსავლეთიდან ანუ აჭარა გურიის მთიანეთიდან მოხდა. არქეოლოგების მიერ გურიის მთიანეთში ნაპოვნია ძველი წელთაღრიცხვის II-I ათასწლეულების სამოსახლოთა ნაშთები, რომელთა მოსახლეობის მთავარი საქმიანობა ლითონის წარმოება გახლდათ. რადგანაც სამოსახლოს ნაშთები უშუალოდ მიკვლეულია სპილენძის საბადოებთან ახლოს (დ. ქორიძე; გ. ინანიშვილი, ლ. ჯიბლაძე).
.
ის რომ გურიის მთიანეთზე აქტიური მიმოსვლის გზები გადიოდა ამას ადასტურებს ხეობების ჩამკეტი ციხესიმაგრეები (ბუკისციხე, ღმისციხე, ასკანა), რომლებიც ჩრდილოეთიდან იცავდნენ დაბლობისაკენ მიმავალ გზებს და რომლებიც დიდი ალბათობით ამავე დანიშნულებით IV-VI სპარსეთ ბიზანტიის დაპირისპირების დროს უნდა იყოს აგებული.
.
სწორედ ზემოხსენებულის გამო გურიის დასახლების პირველ ფაზად გურიის მთიანეთის ათვისება განიხილება, აქედან გამომდინარე განსხვავდება ზემოგურული კილო ქვემოგურულისაგან, რომლის აქტიური დასახლება უფრო მოგვიანებით დაიწყო და ენთამეცნიერების აზრით ზემოგურული კილო უფრო ახლოსაა ქვემოიმერულთან, ვიდრე დღევანდელი ოზურგეთის ტერიტორიაზე გავრცელებულ კილოსთან, რომელსაც თავის მხრივ განიხილვენ როგორც ქობულეთური კილოს მსგავსს (მარი, მეგრელიძე, იმნაიშვილი).
.
ქვემო გურიის დასახლება უფრო გვინდელია და დღევანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ვაშნარის (გურიანთის) აღმოსავლეთით არ უნდა ყოფილიყო გავრცელებული. ამ მხრივ საინტერესოა რომ ვაშნარი აშკარად რელიგიური ცენტრი გახლდათ და ასევე საინტერესოა თავად ვაშნარის ტოპონიმის განმარტება, რომელიც მეგრულ/ჭანური წარმოშობის უნდა იყოს – “ვაშინერება”-“ვაშინერ” (ბრძნა, ტაბუ, აკრძალვა, რწმენაზე დამყარებული შიში) და სავარაუდოდ ეს ადგილი ჩვეულებრივ მოკვდავთა ადგილსამყოფელი არ უნდა ყოფილიყო ძველ სამყაროში.
.
ზემოგურიის ეთნოგრაფიული კვლევის თვალსაზრისით ყველაზე უფრო შინაარსობრივი მასალა შეგროვებულია ტარასი მამალაძის მიერ. ზემოგურიის თავისებურებების თვასალზრისით ყველაზე უფრო საინტერესო უნდა იყოს ზემოგურულების დამოკიდებულება რიცხვ ხუთთან. მამალაძის მიხედვით გურულებს არანაირი ცუდი შეგრძნება არ ჰქონდათ რიცხვ ცამეტთთან მიმართებაში, მაგრამ ძალიან უფრთხოდნენ რიცხვ ხუთს. ამის მიზეზი კი გახლდათ ის, რომ რიცხვი ხუთი გურულების რწმენით დაკავშირებული იყო „ხუთვასთან – დახუთვასთან“ ანუ დახრჩობასთან. მამალაძის თქმით ზემოგურიაში არავითარ შემთხვევაში არ ახსნებდნენ ხუთს და წმინდა გიორგის მოხსენიების დროსაც კი იტყოდნენ შეგვეწიოს 363 წმინდა გიორგიო (Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа – 1893 г. Тарас Мамаладзе) .
.
ნუმეროლოგების აზრით ხუთიანი დადებითი ციფრია, ასევე დადებითი ციფრია სხვადასხვა კონფესიის ხალხებისათვის და გურულების ხუთიანთან დამოკიდებულების ახსნა მამალაძის მიერ მითითებული „ხუთვასთან“ ნაკლებად უნდა იყოს დაკავშირებული და ძალიან შორეული წარსულიდან უნდა იყოს შემორჩენილი ხალხის ცნობიერებაში.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა