”მცოცავ ოკუპაციას მხოლოდ საოკუპაციო ხაზის გადმოწევით კი არ ახორციელებს ფსბ; მცოცავი ოკუპაცია ხდება ფსიქო-სოციალური მიმართულებით.
გავიხსენოთ როგორ მოვედით “აზიმუტამდე”.
-ომი საქართველომ დაიწყო!-
-ჩამოვიდნენ რუსი ტურისტები, ჩვენ არ გვინდა მტრობა-
-მიხალკოვის შვილის ქორწილი ჩატარდეს წინანდალში; რა პრობლემაა; სიძე ქართველია-
-პუტინი ბრძენი კაცია-
-სპორტი და პოლიტიკა არ უნდა ავურიოთ-
-ხელოვნება და პოლიტიკა რა შუაშია ერთმანეთთან-.
-პუტინი როგორ შეიძლება იყოს მტერი, რა ის ჩაჯდა ტანკში და გვებრძოდა?-
-რა უჭირს გაზპრომთან ბიზნესს; ბიზნესი ბიზნესია –
-რუსი პაციენტი რომ მოგიყვანონ, არ უმკურნალებ?-
-რა მოხდა, ჩამოვიდნენ ეს რუსები, იყიდონ ბინები; ჯიბეში ხომ არ ჩაიდებენ და რუსეთში წაიღებენ?-
-რა მოხდა გავრილოვი თუ საქართველოს პარლამენტში წამოჯდება?-
-მაინც დადიან ეს რუსები შემოვლითი რეისებით და ბარემ პირდაპირი იყოს, რა მოხდა?-
-მთავარი ღირებულება მშვიდობა და ადამიანთა კეთილდღეობაა და არა რაღაც პოლიტიკური პრინციპები-
-მიხალკოვის შვილის ქორწილი თუ გადაიხადეს კახეთში, ლავროვის შვილმა რომ იქეიფოს, რა პრობლემაა? -…
სანამდე მიცოცდება თანდათან ეს ყველაფერი, თავადაც მიხვდებით. ყველა ზემოჩამოთვლილის გამართლება შეძლეს უგუნურმა, უზნეო და ჭკუასუსტმა ადამიანებმა.
რუსეთი კი სინამდვილეში არის იმ პათოლოგიური დიქტატურის ჩაბეტონება საქართველოში, რომელმაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ფიქციად და კარიკატურად აქცია.
არადა, სულ დასაწყისში, სამამულო ომის შემდეგ რომ ეთქვა ქართველს:
-რუსი არის მტერი და სანამ ჩემს მიწაზე დგას, ჩვენს შორის მოციქული არის მხოლოდ ტყვია!-
ვეღარ იარსებებდა მცოცავი ოკუპაციის განხორციელების შანსიც კი.
ამიტომ, იცოდე ქართველო, რა უნდა გააპროტესტო” – წერს სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული.