“საქართველო აღარასდროს გახდება რუსეთის გუბერნია” – დღეს მორიგი აქცია გაიმართება

“საქართველო აღარასდროს გახდება რუსეთის გუბერნია”, – ამ სახელწოდებით დღეს, 21 მაისს, 19:30 საათზე თბილისში მორიგი აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს “დაიწყება ის პროცესი, რომელიც ჩვენი გმირების საქმის გაგრძელება იქნება”.

ამ დღეების განმავლობაში, ყველამ ვიხილეთ საქართველოს გარუსების მცდელობები, დაწყებული სანქცირებული ავიახაზებისთვის ფრენის დაშვების უფლება, ასევე ქართული ავიახაზების ზარ-ზეიმით ამის ცნობა, ამას მოჰყვა მოღალატე ადამიანების, ჩვენს მტერ მეზობელ რუსეთთან, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ანონსი, მაშინ როდესაც ოკუპანტი სახელმწიფო, აგრძელებს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების მკვლელობას, მაშინ როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20%, ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვთ.

გუშინ ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გამალებით იცავდა საქართველოს მოღალატე ხელისუფლება სანქცირებული ლავროვის, სანქცირებულ ოჯახს და ძალ-ღონეს არ იშურებდა მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად ჩასულ აქტივისტების დარბევისა და დაჭერისთვის.

ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ნათლად ვნახეთ ქართული ოცნების რეალური სახე – “მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი”. დასავლელი პარტნიორების მისამართით აგორებული ბინძური კამპანიის პარალელურად, “ომის შიშით” გამართლებული, “რუსეთის არ გაღიზიანების” პოლიტიკის გაგრძელება, რომლის ერთადერთი მიზანი, ჩვენი რუსეთის გუბერნიად ქცევაა და ამიტომ, საქართველოს მოსახლეობას, არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს დავუშვათ ეს, არანაირი უფლება არ გვაქვს მოღალატე ხელისუფლება, რომელიც გარუსების პოლიტიკას ეწევა, დავტოვოთ ხელისუფლებაში, ჩვენ აუცილებლად მიყვანთ მარტში დაწყებულ პროცესებს ბოლომდე და გავუშვებთ “რუსულ ოცნებას” ყველასთვის ნაცნობი, “რუსული გემის” მიმართულებით, ამისთვის საჭიროა ერთიანობა დიდისა თუ პატარის, ქალისა თუ კაცისა. ამიტომ დღეს ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით პარლამენტთან 19:30 საათზე და დავიწყებთ იმ პროცესს, რომელიც ჩვენი გმირების საქმის გაგრძელება იქნება, რომლებმაც თავისი სისხლი და ხორცი გასცეს ამ ქვეყნის ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

ძალა ერთობაშია!!!” – ნათქვამია განცხადებაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share