”თუ საქართველო ევროკავშირს არ დაუახლოვდება შედეგები მძიმე იქნება, რადგან ჩვენ რუსეთის მეზობლად ვართ, რომელიც აკვირდება, რა ხდება, რომელიც ახლა აგებს ომს უკრაინაში… ეს რუსეთისთვის წაგებული ომია. საჭიროა, ძალიან კარგად გვესმოდეს და ვაღიაროთ. ვინაიდან რუსეთმა წააგო ეს ომი, მას არ შეეძლება ახალი ომის დაწყება, რადგან მას დღეს არ აქვს არც გამძლეობა და არც შესაძლებლობები. მაგრამ მას შეუძლია, სცადოს ითამაშოს, რუსეთის პრეზიდენტი კგბ-ში იყო და რას აკეთებდა ძველი კგბ – ის ფსიქოლოგიურ ომს თამაშობდა და ეს შედარებით მარტივია რუსეთისთვის, რადგან მას საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, იქ ხდება ადამიანების გატაცებები, არის ფულის შეთავაზებები რათა დაარწმუნონ ესა თუ ის ადამიანი, არსებობს სოციალური ქსელები, არის კიბერთავდასხმები მე ვიყავი რუსეთიდან ამგვარი მასობრივი თავდასხმის ობიექტი 3 კვირის წინ… შესაბამისად, რუსეთს შეუძლია ითამაშოს ყველა ამ ელემენტით, მაგრამ არის რაღაცები, რითაც ვერ ითამაშებს. საქართველო არასდროს იქნება პრორუსი. ცოტა ხნის წინ თქვენ თქვით, რომ [საქართველოს] პრემიერმინისტრი პრორუსია, მე არავის ვიცავ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არაა ადამიანი საქართველოში ვინც პრორუსია. შესაძლოა, იყოს ხალხი, ვინც სხვადასხვა მიზეზით შიშის გამო, ამ მომენტში შიდა პოლიტიკის გამო… ყველაფერი ეს კი, მაგრამ ფუნდამენტურად პრორუსი არა.”
ვფიქრობ, არაა ადამიანი საქართველოში, ვინც პრორუსია, არც ღარიბაშვილი – ზურაბიშვილი
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ არხ LCI-სთან ინტერვიუში.