ხშირად ზელენსკის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის შიგნით მტრულ ძალებთან – ღარიბაშვილი

”რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და მე არ მინდა, რომ გარკვეული სპეკულირების საფუძველი და საშუალება მივცე სხვა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს, მათ შორის ასევე დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკისა და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან, მე ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.”

ამბობს მოლდოვაში მყოფი საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ჟურნალისტებმა მას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შეფასება სთხოვეს. ზელენსკიმ მოლდოვაში მიმდინარე სამიტზე თქვა: “ჩვენ გვჭირდება უბრალოდ მშვიდობა და სწორედ ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურთ რომ რუსეთი შეიჭრას მათ ტერიტორიაზე, უნდა გახდეს ევროკავშირის და NATO-ს წევრი. მხოლოდ და მხოლოდ 2 ალტერნატივა არსებობს. პირველი: ან უნდა გაიხსნას საომარი მოქმედებები ან უნდა დაიწყოს მცოცავი ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ რაც ხდება ბელარუსში. ეს ძალიან პრობლემატურია. ჩვენ ვხედავთ რა ხდება საქართველოში. ვხედავთ, ეს ერები როგორ სტრესში არიან, როგორ ხდება მათი ჩათრევა ამ განუკითხაობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი”.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share