”სააკაშვილის მთავრობამ ქვეყანა ნულიდან ააშენა, უზრუნველყო სრული დროით ელექტროენერგია და წყალი, შეაჩერა კრიმინალი, აღკვეთა კორუფცია, ააშენა გზები და ხიდები, აღადგინა ძველი ქალაქი, აღმაშენებლის გამზირი, სიღნაღი, ბათუმი, მესტია, თბილისის აეროპორტი, ქუთაისის აეროპორტი, ქუთაისის პარლამენტი, იუსტიციის სახლები მთავარ ქალაქებში, რაბათის ციხე, რიყის პარკი და სხვა, სია გაუთავებელია..
ხალხი დასცინოდა სააკაშვილს სკვერებში შადრევნების აშენებისთვისაც კი….
მითხარით, რა ააშენა ივანიშვილის ხელისუფლებამ 11 წელიწადში? სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაწყებული თბილისის გზატკეცილი ფოთამდეც კი ვერ დაასრულეს!!!!!” – წერს სოციალურ ქსელში ფადი ასლი.