”რა თქმა უნდა, ჩვენ ვუერთდებით სურვილს, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულდეს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობს მხოლოდ ხელისუფლება. ოპოზიცია სრულებით არ არის ჩართული. მეტიც, ის დაკავებულია იმით, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციის რთულ გზაზე. ახალი არაფერია, როგორც წლების წინ იყო მცდელობა, რომ ხელი შეეშალათ ქვეყნის ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულებისთვის, დარბოდნენ ბრიუსელში კაბინეტებში, დღესაც იგივე ხდება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეკომენდაციების შესასრულებლად, დეკემბერში კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენს ევროპელ მეგობრებზე, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება. მინდა მჯეროდეს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და არა ისეთი, როგორიც მაშინ, როდესაც უკრაინას და მოლდოვას მისცეს სტატუსი და საქართველო დაჩაგრეს გარკვეული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.”