”გეტყვით იმას, რასაც ნიკა იტყოდა – მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ამ პროცესში, ამ ერთი, ძალიან მძიმე წლის განმავლობაში გვგულშემატკივრობდა. ვიტყვი იმას, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ეს დავამტკიცეთ – ნიკა არის მართალი და ახლა ის იქნება გარეთ.
მოულოდნელი იყო ჩემთვის… მადლობა ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა მიიღო, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი 1 წლის განამვლობაში იდგა ჩვენ გვერდით ამ ბრძოლაში, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება, ახლა იწყება ყველაფერი და მხოლოდ წინ საბოლოო გამარჯვებამდე. რამდენიმე დღის წინ ვნახე ნიკა და არ ელოდებოდა ამ გადაწყვეტილებას, დღესაც მივიღე მისგან წერილი და არ ელოდებოდა.”
თქვა რუსთავის ციხესთან ნიკა გვარამიას ცოლმა სოფო ლილუაშვილმა.