გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის -ჰელსინკის კომისია გვარამიას შეწყალებაზე

ჰელსინკის კომისია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება.

“დღეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც საქართველოს მთავრობამ დევნა და უსამართლოდ დააპატიმრა. გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის”, – წერს ჰელსინკის კომისია. 

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია დღეს, 22 ივნისს შეიწყალა.

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share