მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას – თომას ჰაკერი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

გერმანელი დეპუტატი თომას ჰაკერი ნიკა გვარამიას შეწყალებას Twitter-ზე ეხმაურება და წერს:

“მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. ეს დიდი შვებაა მისთვის, მისი მეუღლისა და საყვარელი ადამიანებისთვის. მისი ციხეში ყოფნა სრულიად გაუმართლებელი იყო”, – წერს ჰაკერი.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია დღეს, 22 ივნისს შეიწყალა.

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share