მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მისული ვალერი გელბახიანი ციხეში არ შეუშვეს

მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის მე-12 პენიტენიცურ დაწესებულებაში ადვოკატი ვალერი გეკლბახიანი მივიდა, თუმცა ის ციხეში არ შეუშვეს. ამის მიზეზი დაწუნებული პისიარ ტესტი გახდა. გელბახიანი დღის განმავლობაში ტესტის ჩატარებას და უკან, რუსთავში დაბრუნებას გეგმავს.

ადვოკატი ამბობს, რომ ციხეში მიხეილ სააკაშვილმა თავად დაიბარა, თუმცა რაზე აპირებს მასთან მესამე პრეზიდენტი საუბარს, გელბახიანისთვის უცნობია.

პირველ რიგში, ვარ დვოკატი და ალბათ რაღაც საკითხი აინტერესებს, რომელიც  ჩემთან მიმართებაში ან მასთან მიმართებაში არის საინტერესო, ამიტომ, მე, როგორც ადვოკატი შევდივარ ამ შემთხვევაში, ორდერი გამოწერილი მაქვს. ჯერ ალბათ სამართლებრივი პროცედურები არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ რაღაც მოლაპარაკება ალბათ არის განზრახული. ვფიქრობ, რომ ის საკითხები, რაც დღეს არ არის აქტუალური, მისი სამართლებრივი ნაწილი, ალბათ ეს დადგება დღის წესრიგში. ჩემი აზრით, ყველა არის უსაფუძვლო ბნრალდებები, – თქვა ვალერი გელბახიანმა.

ცნობილია, რომ წლების განმავლობაში ვალერი გელბახიანი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთთან დაპირუისპირებული მხარეები იყვნენ. ააკაშვილი პრეზიდენტობის დროს გელბახიანი დააკავეს კიდეც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share