“სხვადასხვა სფეროს სხვადასხვა პრობლემა აქვს და ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. უფრო დათმობაზე უნდა წავიდნენ, ვიდრე ჯიბრში ჩადგომაზე. ახლა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ, ვთქვათ აქციის მონაწილეები, რომლებსაც მე სოლიდარობას ვუცხადებ და არიან ულტიმატურის რეჟიმში, მთავრობა ელოდება, რომ ულტიმატუმის რეჟიმში როგორ აჯობონ ამ თემას, გაჯიქდნენ და არ დათმონ არაფერი და რას თმობენ, რაზეა ჩხუბი? ჩხუბია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონომიკაზე”- განაცხადა “კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას” დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ ფორმულას ეთერში, გადაცემა “კომენტარში”.