საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია – ამბობს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აღნიშნავს, რომ ასეთ ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭოს გამართვა არ უნდა მოსთხოვო.
“ხელისუფლება გყავს პრორუსული და გეშინია რუსი ტურისტის”- უთხრა “ტვ პირველს” ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
მე ამ ხელისუფლებას განვიხილავ პუტინის მოკავშირედ და საერთოდ არ მაინტერესებს მისი მოწვეული უშიშროების საბჭო. მე რომელიც დაპირისპირებული ვარ რუსეთთან, რაში მჭირდება რუსეთის მოკავშირებმა მოიწვიონ საბჭო, იმისთვცის, რომ უკეთესი კორდინაცია მოახდინონ იმ დავალების რასაც აძკლევს კრემლი?! – თქვა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილი პუტინის ომს გამოქცეული რუსი მოქალაქეებისთვის თავშესაფარის მიხემას მიესალმება.
საზღვრების გადაკეტვას რაც შეეხება, რაიმე საფრთხე ემუქრება დღეს საქართველოს? რუსეთი აპირებს საქართველოზე გალაშქრებას?! ეს ხომ იმ ბოდვის გაგრძელებაა რომ “ომი გინდათ”. მე მჯერა ილიას სიტყვების, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ყველა დაჩაგრულის და ლტოლვილის სავანე. დღეს შემოდის მხოლოდ დაჩაგრული, გამორბიან იმიტომ რომ არ წავიდნენ ფრონტის ხაზზე, გაურბის უბედურებას”- თქვა მან.