პრიგოჟინმა დაამცირა პუტინი და აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს – პოდოლიაკი

”პრიგოჟინის ფენომენალური არჩევანი. თითქმის გაანადგურე პუტინი, დაამყარე კონტროლი ცენტრალურ ხელისუფლებაზე, მიაღწიე მოსკოვამდე… და უკან იხევ. იმის გამო, რომ ერთი კონკრეტული ბუნდოვანი რეპუტაციის მქონე შუამავალი (ლუკაშენკომ) დაგპირდა უსაფრთხოების გარანტიებს ადამიანისგან (პუტინისგან), ვინც დილით შენი განადგურება დაუკვეთა. და იმ შიშის გამო, რაც პუტინის ელიტამ გასულ 24 საათში გამოცადა, ეს განკარგულება აუცილებლად აღსრულდება.

თუმცა, ეს სარგებლის გარეშე არ მომხდარა: პრიგოჟინმა დაამცირა პუტინი/ სახელმწიფო და აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს.”

ტვიტერზე დაწერა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

ბოლო 1 დღის განმავლობაში რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყება მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყებას წყვეტს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share