უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, ვაგნერის აჯანყებამ აჩვენა, რომ რუსეთი სახელმწიფო არ არის.
“ვაგნერის აჯანყებამ აჩვენა, რომ რუსეთი სახელმწიფო არ არის. რუსეთი დანაწევრდება და მსოფლიო ამისთვის უნდა მოემზადოს. დასავლეთი უნდა დაემშვიდობის ილუზიას, რომ რუსეთი ახლა “ფორმაშია”. კრემლი ამხელა ტერიტორიას ვერ აკონტროლებს, ამის უნარი არ აქვთ”, – თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.