ღარიბაშვილი თავს ქრისტიანული ფასეულობების დამცველად წარმოაჩენს, თუმცა ადამიანური ღირსების დაცვა მისთვის არაფერს ნიშნავს – ლექსმანი

დღევანდელი სასამართლო პროცესიდან, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი ეხმაურება და ტვიტერზე წერს, რომ ღარიბაშვილს თავი “ქრისტიანული ფასეულობების დამცველად” მოაქვს, თუმცა  ადამიანური ღირსების დაცვა მისთვის არაფერს ნიშნავს:

“საშინელებაა საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამ ფოტოების ნახვა. პრემიერი ღარიბაშვილი დაკავებულია საკუთარი თავის ქრისტიანული ფასეულობების დამცველად წარმოჩენით, თუმცა ადამიანური ღირსების დაცვა მისთვის ცხადია არაფერს ნიშნავს.

სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს საშუალება საზღვარგარეთ მკურნალობა მიიღოს” – წერს ლექსმანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share