კუბილიუსი: ძველი საქმეების წამოწევა, ის მეთოდია, რაც კრემლს მოსწონს

“ძველი საქმეების წამოწევა, ის მეთოდია, რაც კრემლს მოსწონს”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა.

“შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ რუსეთი ცდილობს გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. თუ ამის გაკეთებას ამერიკაში შეეცადა, ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს ამაზე. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ შეეცდება. ეს დამოკიდებულია თითოეულ ქვეყანაზე. ეს არის მეთოდის ის სტილი, რომელიც კრემლს მოსწონს – ძველი საქმეების წამოწევა, ოპოზიციისთვის ბრალდებების წაყენება. კარგი იქნება, თავი ავარიდოთ ძველი ბრალდებების წამოყენებას. “

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share