თბილისი პრაიდის ფესტივალის ჩაშლისას შსს-მ 2 პირი დააკავა

8 ივლისს თბილისი პრაიდის ფესტივალის ჩაშლისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ  2 პირი დააკავა.

როგორც უწყებაში “მთავარი არხის” ვებგვერდს უთხრეს, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ამას გარდა, უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share