პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება და წერს.
„გუშინ სანდრა რულოვსის ინტერვიუ მოვისმინე, მხოლოდ ერთს ვიტყვი – ბრავო ბრავო ბრავო! რამდენი რამ თქვა, რაც თქვა და რაც არ თქვა, – ღირსეული სიმშვიდით! ზუგდიდის, მისი – სანდრას არჩევნების დროს მომიწია მასთან ურთიერთობა და რა შთაბეჭდილებაც მქონდა იგივე მაქვს დღეს, მოვისმინე ბრწყინვალე პატარა ინტერვიუ ამ ჭკვიანი – გონიერი, ღირსეული და რაღაცნაირად – ოქროსფერი ქალის, საოცრად ქართველი იჯდა ეკრანზე… ცრემლისმორევამდე ბრავო!“ – წერს ჩარკვიანი.