”ნიკა გვარამიას შეწყალება შეიძლება იყოს მხოლოდ პირველი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე წერს და “მთავარი არხის” დამფუძნებელთან შეხვედრას ეხმაურება.
”ნიკა გვარამიას დღეს ევროპარლამენტში, პრესკონფერენციაზე შევხვდი. შემაშფოთებელია, რომ საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს. მისი შეწყალება შეიძლება იყოს მხოლოდ პირველი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, ევროპარლამენტში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნიკა გვარამია ევროდეპუტატებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოში არსებული მედიაგარემო, პოლიტიური დევნა და ის პროპაგანდა იყო, რომელსაც “ოცნების” ხელისუფლება თავისუფალი მედიისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ იყენებს.