დღეს , ლანჩხუთში, მრავალსართულიან კორპუსში ორი ქალის ცხედარი იპოვეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალები, რომლებიც ნათესავები იყვნენ, ბოლო ერთი კვირის მანძილზე არ ჩანდნენ.
მაშინ, როცა კორპუსში ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი დადგა, მცხოვრებლებმა შესაბამისი სამსახური გამოიძახეს.
მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ბინაში ორი ქალი იყო გარდაცვლილი.
გარდაცვალების ვერსიად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ქალები მარტო ცხოვრობდნენ და მეზობლებთან ინტენსიური კომუნიკაცია არ ჰქონდათ.
86 და 72 წლის ქალების ცხედრები ექპერტიზაზე გადაასვენეს.
შსს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სს 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით.