ახალგაზრდები ასე რამ გაგაბოროტათ? რომელიმე ერკვეოდეთ მაინც რა ხდება – ჩოხატაურის მერი აქციის მონაწილეებზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე სოციალურ ქსელში ხელისუფლების მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს, პოსტის კომენტარებში კი წერს, რომ აქციის მონაწილეებმა არ იციან კანონის შინაარსი და არ იციან რას აპროტესტებენ:

”ახალგაზრდები ასე რამ გაგაბოროტათ??? რა სიტყვებს იყენებთ??? რომელიმე ერკვეოდეთ მაინც რა ხდება, ეს აქცია არის იმ ხალხის იმ NGO შნიკების დაორგანიზებული, რომელთაც არ აინტერესებთ ქვეყანა, არ იციან რა არის პატრიოტიზმი და არც ის იციან რატო დგანან აქციაზე და რას აპროტესტებენ.

დარწმუნებული ვარ არცერთმა თქვენგანმა და არც იმ ვაი პატრიოტმა ხალხმა ვინც აქციაზე დგას არ იციან არც კანონი არც რეგულაციები და არც ის თუ რა კანონპროექტზეა საუბარი, არც მისი შინაარსი იცის და არც ის თუ რას ეხება.

ამიტომ მოდით ,,მაგარ ტიპობას” შეეშვით და ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე და განვითარებაზე ვიფიქროთ. ქვეყნის პრემიერზე ეს სიტყვები როგორ უნდა წამოგცდეს შეგნებულ ქართველს, კაცზე რომელმაც ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა, სისხლის ღვრას აარიდა ქვეყანა და საქართველოს უჭირავს სწორი ევროპული კურსი, თქვენ არ გინდათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობა!!!” – წერს შარაშიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share