სოციალურ ქსელში “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ” ვიდეოს ავრცელებს შემდეგი ტექსტით:
ეს მარიკუნა მიქატაძეა. გია ფერაძის შვილი, რომელმაც მთელი ცხოვრება ობოლმა იცხოვრა, გაიარა უამრავი სირთულე მაგრამ ერთი წუთით არ გაბოროტდა:( ბოლომდე ადამიანად დარჩა.
მარიკუნა, გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში. გამოძიების თითქმის დადასტურებული ვერსიით, ის მოტოციკლზე დაჯდომას ცდილობდა, როცა მოაჯირიდან ჩავარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა.