ევროპის თამაშებზე ოზურგეთელმა მძლეოსანმა სოფიკო შათირიშვილმა საუკეთესო შედეგი აჩვენა
ევროპის მძლეოსნობის (European Athletics) და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC – European Olympic Committees) შეთანხმებით, მძლეოსანთა გუნდური ჩემპიონატი ევროპის თამაშების სპორტულ პროგრამაშია.
12 დისციპლინის შემდეგ საქართველო 15 მონაწილეს შორის 97 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტი ქულა – 15, ბირთვის მკვრელმა სოფიკო შათირიშვილმა მოუტანა, რომელმაც ბირთვი 15.86 მეტრზე კრა და სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სოფიკომ თერთმეტ მონაწილეს აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა!
მწვრთნელები : დავით მანთიძე, მარინე კოტრიკაძე
ევროპული თამაშები, რომელიც კონტინენტის უმთავრესი მულტისპორტული ღონისძიებაა, ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. რიგით მესამე თამაშებს 2023 წლის 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პოლონეთი მასპინძლობს.