რეკორდული სიცხეები აშშ-სა და ევროპაში, სტიქია სამხრეთ კორეაში და ხანძარი კატანიის აეროპორტში – 17 ივლისის ფოტოები მსოფლიოდან

წარმოგიდგენთ 17 ივლისს მსოფლიოს მასშტაბით გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს.

საპროტესტო მოძრაობა Just Stop Oil-ის წარმომადგენლების შეკრება დაშალა ლონდონის პოლიციამ.

ლონდონი, გაერთიანებული სამეფო 📸 Guy Bell

აშშ-ის გუნდი გამოდის 2023 წლის მხატვრული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ფუკუოკა, იაპონია 📸 Issei Kato

სპორტულ ცენტრში მოწყობილ დროებით თავშესაფარში განთავსებულ კარვებში მყოფი ხალხი მას შემდეგ, რაც ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერმა და წყალდიდოამ ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 40 ადამიანი იმსხვერპლა, ცხრა კი დაკარგულად ითვლება.

იჩეონ განი, სამხრეთ კორეა 📸 Jeon Heon-Kyun

რომი, ესპანური კიბესთან მყოფი ტურისტი ფანტანთან გრილდება გაუსაძლისი სიცხის დროს. 

რომი, იტალია 📸 Guglielmo Mangiapane

ბრიტანეთის არმიის კუთვნილიცხენი მხედრის გარეშე გარბის დედოფალ კამილას დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

ლონდონი, გაერთიანებული სამეფო 📸 Guy Bell

ქალი ქოლგის ქვეშ მდინარე დუნაის ნაპირზე.

ბელგრადი, სერბეთი 📸 Andrej Čukić

ჩინელი ტურისტები უსაფრთხო თავშესაფრისკენ გარბიან ტაიფუნის დროს. 

ჰონგ-კონგი 📸 Louise Delmotte

სიცილიაში, კატანიის აეროპორტში გაჩენილი ხანძრის გამო მგზავრები ვეღარ ახერხებენ გაფრენას (19 ივლისამდე ყველა რეისი გადაიდო).

კატანია, იტალია 📸 Orietta Scardino

გულშემატკივრები ხვდებიან ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულ ინგლისის ნაკრების წევრებს. 

ბრიზბენი, ავსტრალია 📸 Naomi Baker

გამვლელები გამდნარი ნაყინის სკულპტურასთან.

ბანკოკი, ტაილანდი 📸 Jack Taylor

ვეტერანები, რომლებიც შოტლანდიის სამეფო პოლკის მე-6 ბატალიონში მსახურობდნენ, რეპეტიციას გადიან ედინბურგის ფესტივალის დაწყებამდე.

ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი 📸 Jane Barlow

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ხვდება Mulberry Stem-ის გოგონათა სკოლის სტუდენტებს აღმოსავლეთ ლონდონში.

ლონდონი, გაერთიანებული სამეფო 📸 Alberto Pezzali

გულნარის რაონში ტყის ხანძრის შედეგად დაკვამლიანებული ტერიტორია.

მერსინი, თურქეთი 📸 Serkan Avci

ლონდონის დასავლეთით, მდინარე ტემზას ნაპირზე გედების ყოველწლიური გამოფენისთვის ამზადებენ გედის ბარტყებს.

სურეი, დიდი ბრიტანეთი 📸 Henry Nicholls

სიკვდილის ველის ეროვნული პარკის რეინჯერები სამახსოვრო ფოტოს იღებენ ტემპერატურის საზომთან, რომელიც 55 გრადუს სიცხეს უჩვენებს.

კალიფორნია, აშშ 📸 Ronda Churchill

newshub.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share