“სააკაშვილმა ორი რამ გააშიშვლა…” – ეკა ბესელია

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია “ტვ პირველთან” ამბობს:

“ჩემთვისაც მოულოცნელი იყო სააკაშვილის ქცევა, ასეთ თავგანწირვაზე წასვლა ადვილი არ იყო, მან იცოდა რომ დაიჭერდნენ, მან ერთის მხრივ გააშიშვლა ეს მართლსაჯულება, სადაც ევროსასამართლოს სხდომაზე, გირგვლიანის საქმეზე მასთან ერთად ნახსენები მოსამართლე ისევ სასამართლოშია, ოღონდ მაღალ ტრამპლინზეა და გააშიშვლა ასევე, როგორ დაუცველია ჩვენი საზღვრები.

ადამიანი დატყვევებული ციხეში გიზის და აქედან ევაჟკაცები და ეჯიბრები, ამით ჩანს რა სუსტები არიან და როგორ ახლოს არის საზოგადოება, იმ გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე, რასაც უნდა მოჰყვეს არჩევნები.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share