ოზურგეთის მერია იურიდიული სამსახურის უფროსმა დატოვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური ხელმძღვანელის გარეშე დარჩა. გავრცელებული და გადამოწმებული ინფორმაციით, იურიდიული სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა თავაძემ აღნიშნული თანამდებობა გუშინ დატოვა. მიზეზები კონკრეტულად არ სახელდება, თუმცა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ბოლო დროს, ავთანდილ თალაკვაძის მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო განკარგულებების და გადაწყვეტილებების მიმართ  , ლაშა თავაძეს ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა.

როგორც ”გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, ლაშა თავაძის მიერ სამსახურის დატოვების მიზეზი  ოზურგეთის მერიის მიერ განხორციელებული მთელი რიგი უკანონო საქმიანობებია, რომელსაც ოზურგეთის მერია იურიდიული სამსახურის ჩართულობით ახორციელებდა. საუბარია უამრავ უკანონო ქმედებაზე, მათ შორის, საქმე ეხება როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულ კომპანიებთან ურთიერთობას, ასევე მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობას და ასე შემდეგ.

როგორც მერიაში აცხადებენ, ფაქტიურად ლაშა თავაძე  ოზურგეთის მერიის მუნიციპალური სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაიქცა.  მერიის თანამშრომლები ასევე ამბობენ, რომ თანამდებობის დატოვებას კიდევ ბევრი ადამიანი აპირებს, რადგან თავად ოზურგეთის მერი, მერიის თანამშრომლებთან არ ურთიერთობს, უფრო სწორად , ურთიერთობს, მაგრამ გიორგი ღურჯუმელიძის მეშვეობით. თავად თალაკვაძეს, გარდა მუნიციპალური ხელმძღვანელის, გენადი კიშინსკისა, არცერთ ადამიანთან ურთიერთობა არ აქვს, რაც ძლიან მნიშვნელოვან ზიანს აყენებს აღნიშნული უწყების საქმიანობას და ეს გარემო არაპროდუქტიული და გაუსაძლისი ხდება თანამშრომლებისათვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share