22 ივლისის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 496 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 068 -ზე მეტი არასრულწლოვანი, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში – 474, ხარკოვის ოლქში – 297, კიევის ოლქში – 129, ჩერნიგოვის ოლქში – 71, ლუგანსკის ოლქში – 67, ნიკოლაევის ოლქში – 89, ხერსონის ოლქში – 116, ზაპოროჟიეს ოლქში – 91, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 83.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.