ბათუმის აქციაზე დაკავებული უკრაინელი მარინა ჩობანიანი თავისუფალია

ბათუმის საპროტესტო აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე, მარინა ჩობანიანი თავისუფალია. მისი სასამართლო პროცესი გადაიდო და 7 აგვისტოს გაიმართება. მის უფლებებს, სხვა 6 დაკავებულთან ერთად საიას წარმომადგენელი იცავს. უფლებადამცველის თქმით, უკრაინის მოქალაქეს სხეულზე არ აღენიშნება დაზიანებები.

”დღეს გადმოიყვანეს ოზურგეთის იზოლატორიდან, არ ეტობა დაზიანებები, თუმცა აქვს შიდა დაბეჟილობა, როგორც თავად აცხადებს. იგივე ბრალდებით დაკავებულია მეორე მოქალაქეც, მას არ აღენიშნება დაზიანებები სხეულზე და არ საუბრობს ძალის გადამეტებაზე პოლიციის მხრიდან, თუმცა აცხადებს, რომ ის არაფერს აკეთებდა და არ არსებობდა საფუძველი მისი დაკავების” – ამბობს ადვოკატი “რადიო თავისუფლებასთან”.

სასამართლო უკრაინის მოქალაქეს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხცულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავება. თავად ჩობანიანი თავს დამნაშავედ არ თვლის და ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე გზის სავალ ნაწილზე ყოფნისას დააკავეს, როცა ის ტელეფონზე საუბრობდა.

შეგახსენებთ, 31 ივლისს ბათუმში შემოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე უკრაინის მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share