რუსული გემის შემოსვლა, ისევე როგორც ფრენები, არ იყო ტურიზმი, ეს იყო პოლიტიკური აქტი – ლომჯარია

“რუსული გემის შემოსვლა, ისევე როგორც ფრენები, არ იყო ტურიზმი, ეს იყო პოლიტიკური აქტი,” – ეს განცხადება ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” გააკეთა.

ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების” პროპაგანდას ეხმაურება, რადგან მმართველი ძალა ახლა ცდილობს საზოგადოება დარწმუნოს, რომ ბათუმში გამართული აქცია რუსი ტურისტების შემოსვლას უკავშირდება და არა ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას.

“ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ მისი სახეებით და პროპაგანდით ამ სიტუაციას ისე წარმოაჩენენ, ვითომ მათ არესმით, რომ ეს არ არის პროტესტი ცალკეულ ტურისტებზე ან ცალკეულ რეისებზე, სინამდვილეში, ეს ხომ არ არის ერთი გემის შემოსვლასთან, ეს არის საზოგადოების პროტესტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ და ეს პროტესტი პერიოდულად იფეთქებს ხოლმე, როცა ადგილი აქვს მცდელობას, საზოგადოებას თავს მოახვიონ ისეთი საკითხები, რაც ეწინააღმდეგება ღირებულებებს, ღირსებას ეროვნულს და ტკივილს აყენებ და აცოცხლებს იმ ჭრილობებს, რაც ამ საზოგადოებამ მიიღო რუსეთთან კონფლიქტის დროს. რა თქმა უნდა, რუსული გემის შემოსვლა, ისევე როგორც ფრენები, არ იყო ტურიზმი, ეს იყო პოლიტიკური აქტი,“ – ამბობს ნინო ლომჯარია.

ნინო ლომჯარია განმარტავს, რა აჩვენა რუსული ლაინერის საქართველოში შემოსვლით პუტინმა საკუთარ მოქალაქეებს.

“ის პოლიტიკა, რასაც დღეს “ქართული ოცნება” ატარებს, არყევს ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერების თუ ეროვნული ღირესების ღერძს. თითქოს მხოლოდ უნდა გვეშინოდეს და იმ აგრესიის შედეგად არ უნდა დაგვრჩეს სხვა არანაირი ემოცია და ალბათ, გულწრფელად უკვირთ, რატომ შეიძლება ქართველს სტკიოდეს ან ღირსებაზე მოქმედებდეს, როცა ჩვენი ხელისუფლება და სახელმწიფო დღეს პოზიციონირებს რუსეთისთვის წარმატების შემთხვევად ამ იზოლაციის დროს,”  – ამბობს ლომჯარია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share