“სახლის გარეთ არაფერი აღარ დავტოვე. ყველაფერი შევინახეთ და ჩავკეტეთ . ვყიდულობთ და ვინახავთ ყველაფერს, რაც შეიძლება ამ დროს დაგვჭირდეს. მალე ელექტროენერგიაც აღარ გვექნება , მომზადებული უნდა ვიყოთ,” – ამბობს შტატის ერთ-ერთი მცხოვრები.
ლუიზიანაში საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა. მოსახლოება საწვავსა და სურსათს იმარაგებს. მოსალოდნელი უამინდობის გამო გადაიდო ავიარეისები.
“ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი საწვავი მოვიმარაგოთ. არ ვიცით, რა მოხდება. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. იმისათვის, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ, ალბათ გავემგზავრებით…” – ამბობს ერთ-ერთი ლუიზიანელი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსახლოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს . თეთრი სახლის ლიდერმა ადგილობრივების დახმარებისთვის ფინანსური დახმარება უკვე გამოყო. შტატს ათასობით ადგილობრი ტოვებს .
მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი მეწყერს გამოიწვევს. მოსახლეობაში კი პანიკა და დაბნეულობა იზრდება, რადგან ზუსტად 16 წლის წინ, სწორედ ლუიზიანას შტატს დამანგრეველი ქარიშხალი დაატყდა თავს . მაშინ კატრინამ 1800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.