სტუდია მონიტორის ინფორმაციით, 14 ივლისს თბილისში, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრემიერ ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს ALESSANDRA RICH-ის 5 900 ლარიანი კაბა ეცვა. ასევე, ეკეთა DIAMOND TENNIS-ის 5 000 ლარიანი სამაჯური და PHANTHERE DE CARTIER-ის საათი, რომლის მინიმალური ღირებულება 25 000 ლარია:
“14 ივლისს თბილისში, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცოლი – ნუნუ თამაზაშვილი ძვირადღირებული სამოსითა და აქსესუარებით წარდგა;
ნუნუ თამაზაშვილი უმუშევარია და “ქართუ ბანკიდან” სესხები აქვს აღებული ავტომანქანის შესაძენად და ბაკურიანში სახლის ასაშენებლად; ხოლო თავად ირაკლი ღარიბაშვილის წლიური შემოსავალი ბოლო დეკლარაციის მიხედვით, 44,143 ლარი იყო;
პრემიერის პრესსამსახურში არ უპასუხეს სტუდია მონიტორის შეკითხვებს, თუ რა სახსრებით შეიძინა ნუნუ თამაზაშვილმა ძვირადღირებული სამოსი და აქსესუარები, რომლითაც ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.” წერს სტუდია მონიტორი