შოვიდან 40-მდე მოქალაქე გამოყვანილია – მათ შორის, ბავშვები – შსს

რაჭაში, კურორტ შოვში, სტიქიის ზონიდან მაშველებმა 40-მდე მოქალაქის გამოყვანა მოახერხეს, მათ შორის, ბავშვებისაც. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, სტიქიის ზონაში აქტიური სამაშველო ღონისძიება გრძელდება.

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში მიწისა და წყლის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა. ხიდიშელი ამბობს, რომ მეწყერმა ის ხიდი წაიღო, რითიც მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე გადადიოდნენ.

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share