შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, წელს, ბახმარო, ფერისცვალების დღესასწაულს მოკრძალებულად უმასპინძლებს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შარაშიძის ინფორმაციით, გაუქმდა ყველა დაგეგმილი სადღესასწაულო კონცერტი და ბახმაროს დამსვენებლებს და სტურმებს, მხოლოდ დოღის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ: “ქვეყანაში უმძიმესი დღეებია. ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულებს და ვგლოვობთ, დაღუპულებს. ასეთ დროს, ვფიქრობთ, კონცერტის გამართვა და ზეიმი არასწორია. ამიტომ, მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულს მოკრძალებულად შევხდეთ. დილით, ტრადიციული წირვა გაიმართება, რომლის შემდეგ ჩატარდება დოღი, რითაც ამოიწურება ამ დღის აღნიშვნა” – გვითხრა ჩოხატაურის მერმა.
ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია საუკუნეზე მეტს ითვლის.