ჰსაოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის თქმით, ბერა ივანიშვილზე კრიტიკული სტატუსის დაწერიდან მეორე დღეს მის ოჯახის წევრს თავს დაესხნენ.
“ჩემი მული, რომელიც ჩემი მანქანით მოძრაობდა, შუქნიშანთან გაჩერდა და ელოდებოდა წითელზე, შეუვარდა ვიღაც ბიჭი, დაუწყო ყვირილი, იგინებოდა, გაურკვეველ რაღაცებს აკეთებდა, აშინებდა”. – ამბობს რაჭველიშვილი ტვ.პირველთან საუბარში და აღნიშნავს, რომ ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა, თუმცა, რეაგირება არ მოუხდენია და “დაინახა თუ არა რაც ხდებოდა, უბრალოდ დაიძრნენ და წავიდნენ ადგილიდან”.
ამის შესახებ რაჭველიშვილმა 2019 წლის ნოემბერში Facebook-ზე დაწერა და მაშინვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა როგორც მომღერალი ამბობს, მას დღემდე არავინ დაკავშირებია.
“ჩვენ მივმართეთ დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებას, საჩივარი დავწერეთ ამ შემთხვევაზე, იმიტომ, რომ იქ დგას კამერები და მოვითხოვეთ, რომ შესაბამისად გამოძიებული ყოფილიყო. ჩვენება მისცა ჩემმა მულმა, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე, როგორც თქვენ არ გაგიგიათ არაფერი მათგან, ასევე ჩვენ არ გაგვიგია”. – ამბობს რაჭველიშვილი.
2020 წლის 20 ივნისის შემდეგ ანიტა რაჭველიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებს შეუერთდა.