“გურული თხილის მაფია” – დააძღენ ზურგზე მოსახლეობას, რით ვერ გასკდა ამათი მუცლები?”

სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში თხილის ფასის შესახებ წერს:
”ფერიცვალების წინა დღეს თხილის ფასი ოზურგეთში 2 ლ-მდე დაეცა ან საერთოდ არ იღებდნენ. ცოტა ხანში მარიამობა მოდის, კიდევ მერე სასწავლო წელი იწყება…
არადა, თხილია ერთადერთი სარჩო-საბადებელი რამდენიმე თვე, გაჭირვებული მოსახლეობისთვის.
რატომ უსკვარამებენ ფასს დღესასწაულების წინ იცით ხოომ?
გამოვა მერე მეთხილეთა ასოციაცია და თხილის კოლოსალურ ფასს აპროგნოზირებს.
ადგილობრივი მედია სულ აშუქებს ამ პრობლემას, რომელიც წლებია ვერ მოგვარდა და ამას “გურული თხილის მაფია” ჰქვია. დააძღენ ზურგზზე მოსახლეობას, რით ვერ გასკდა ამათი მუცლები? რწყილს ატყავებენ.
დაიცლება ქვეყანა აბა რა იქნება? ყველა გაიქცევა.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია -ხომ ხართ ჯანზე?” – წერს გორდელაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share