დაიღუპა ამდენი ადამიანი და არ ვილაპარაკოთ? ემოციური აშლილობა რომ არ დაემართოს კობახიძეს? – მელია

„დაიღუპა ამდენი ადამიანი და არ ვილაპარაკოთ? რატომ ემოციური აშლილობა რომ არ დაემართოს ბატონ კობახიძეს?“ – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ „დღის ამბების“ ეთერში გააკეთა.

ნიკა მელია ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მთავრობის წევრების და „ქართული ოცნების“ ლიდერების მთავარი ინტერესი გამდიდრებაა.

”ის, რომ ფულის გაკეთებაზე არიან გადასული და მეორე, მესამე ადგილზეა გადასული ის, რაც აწუხებთ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს. 150 მილიარდი ლარი განკარგა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, აქედან 20 მილიარდი დახარჯა გზების მშენებლობაზე. პოლიტიკური კორუფცია ჭამს ყველაფერს. ამ პოლიტიკურ კორუფციას მოაქვს კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ვიხილეთ,“ – ამბობს ნიკა მელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share