რატომ გვიკვირს, რომ აფხაზები და ოსები ორჭოფობენ დედა-საქართველოსთან დაბრუნებას? – მოროშკინა

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.

„გვიკვირს რომ აფხაზები და ოსები ორჭოფობენ დედა-საქართველოსთან დაბრუნებას?

გაგახსენოთ რას ხედავენ ენგურს იქით?

ჯერ იყო და 90-იანებში ჩვენივე ტყავის ჟილეტიანებმა  სახლ-კარი  გვიწიოკეს,

მერე იყო უკუნი და ბნელი,

ვარდების რევოლუციით მოტანილი ახალგაზრდების ხოცვა -ჟლეტა,

მერე 2012-იანელების გამობრწყინება და ჰოი საოცრებავ ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვით და კოჰაბიტაციით დაწყებული ახალი ერა.

ისე ვინც მაშინ იმ ბანჯგვლიანი რეზინის აკრძალვაზე პულტს ხელს აჭერდით,რა ნამუსით იღებთ პარლამენტარის პენსიას ???

ეს ხომ ტესტი იყო კრეტინიზმზე!

ხოდა  მორჩით ორ  @რაკობას, ან გაგრძელდება ქვეყნის ტერიტორიული დაქუცმაცება!

ჩვენ ისე უნდა ვცხოვრობდეთ და გამოვიყურებოდეთ, რომ მშობლიურ აფხაზეთს და სამაჩაბლოს კი არა, ყველა მეზობელ სახელმწიფოს ჩვენთან უნდოდეს!

გვაქვს შანსი ვიყოთ კავკასიის შვეიცარია, თქვენ კი სხვაგან უბერავთ!“ – წერს მოროშკინა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share