“აქ თავს ვგრძნობ როგორც სახლში, ამიტომ ვისაუბრებ რუსულად” – ბათუმში, პუტინის მხარდამჭერი მოკრივის მიმართვა რინგიდან

რუსი ვეტერანი მოკრივე და მსოფლიო ჩემპიონი, პუტინის აქტიური მხარდამჭერი კონსტანტინ ცზიუ ბათუმშია. ის პროფესიონალი კრივის კლუბის მიერ მოწყობილ ორთაბრძოლებს ესწრება. შეკრებილ მაყურებელს კი მან რუსულ ენაზე მიმართა ამის მიზეზად კი თქვა, რომ იქ თავს გრძობს “როგორც სახლში”.

”საღამო მშვიდობისა, ბათუმო. ბევრი, ბევრი წლის წინ ვცხოვრობდი ავსტრალიაში, მე აქ თავს ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში, ამიტომ ვისაუბრებ რუსულად. მე შემიძლია ვისაუბრო ინგლისურად, მაგრამ აქ ვარ, როგორც სახლში. ამიტომ ჩემს მშობლიურ ენაზე დაგელაპარაკებით. ენაზე, რომელიც თქვენ ყველას გესმით” – თქვა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share