ყველაზე მეტად თუ სადმე იგრძნობა ხალხის მძიმე მდგომარეობა – ეს ნამდვილად გურიაა – სააკაშვილი

ყველაზე მეტად თუ სადმე იგრძნობა ჩვენი ხალხის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა – ეს ნამდვილად გურიაა – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მადლობა შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს დალოცვისა და მოკითხვისათვის!
სოფო ჯაფარიძე ოზურგეთსა და ლანჩხუთში საოცარ ხალხს შეხვდა და მათი წერილები გადმომცა! ყველაზე მეტად თუ სადმე იგრძნობა ჩვენი ხალხის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა – ეს ნამდვილად გურიაა. დაცარიელებული სოფლები, ტყედ ქცეული ყანები და ყოველი მეორე მოსახლე ემიგრაციაში – აქ ჩანს ყველაზე კარგად თუ როგორ არ ანაღვლებს ივანიშვილს ქართველი ხალხი!
მაგრამ, მინდა ჩემ გურულებს გითხრათ: სულ მალე ეს ყველაფერი დასრულდება და მე მჯერა, რომ გურია ისევ შეასრულებს იმ განსაკუთრებულ როლს ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, როგორსაც ის ჯერ კიდევ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკიდან მოყოლებული ასრულებდა” – წერს სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share