ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი იყიდება და ბანკის აშენება იგეგმება – ბაჩო ახალაძე

”ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერის ტერიტორია აუქციონზე იყიდება და სკვერის ადგილას საქართველოს ბანკის ფილიალის აშენება იგეგმება. სწორედ ეს საკითხი წარმოადგინა დღეს მერიამ საკრებულოს ხდომაზე” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატი ბაჩო ახალაძე წერს:
”ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი მავნებლური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ჩოხატურის და ჩოხატაურელების წინააღმდეგაა მიმართული.
დღეს საკრებულოს სხდომაზე მერიამ წარმოადგინა შემდეგი საკითხი:
✔️“ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩაზე მდებარე 290.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნ. დუმბაძის სახელობის პარკი) (ს/კ – 28.01.21.718) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების კატეგორიის სტატუსის დაკარგვისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების 2023 წლის დამატებითი ნუსხისა და დამატებითი პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.”
რაც გულისხმობს, რომ აღნიშნული სკვერის ტერიტორია უნდა გაიყიდოს სავარაუდოდ კერძო პირზე, რომელიც ააშენებს კომერციულ ფართს , სადაც განთავსდება საქართველოს ბანკი. არ მოგესმათ , უნდა გაიყიდოს ჩოხატურში ერთადერთი დასასვენებელი სკვერი, რომელიც ასე ამშვენებს ჩოხატაურს…
აღნიშნულ ტერიტორიას მუნიციპალიტეტი ყიდის 15 335 ლარად…. ანუ რაიონის ცენტრში 1კვ/მ მიწას 53 ლარად❗️ მაშინ როდესაც რაიონში არა ერთი თავისუფალი ადგილია ბანკის განთავსებისათვის, თუმცა აქ ბანკი მხოლოდ მიზეზია, ოცნებასთან სავარაუდოდ დაახლოებული ბიზნესმენის “გასაპრავებლად”.
რა თქმა უნდა, ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირეთ და სხდომა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ.” – წერს ახალაძე.
შეიძლება იყოს tree გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share