საფეხბურთო კლუბმა “მერცხალმა” რეგიონული ლიგის მე-2 წრის მატჩები განაახლა. გასვლით შეხვედრაზე გუნდმა – სენაკის „ეგრისი“ ანგარიშით 6:0 დაამარცხა.
მოწინააღმდეგეს გოლები გაუტანეს: 1 ირაკლი გოგუაძემ, 1 გიორგი ჭანუყვაძემ, 1 დიმიტრი ჯაფარიძემ, 1 თენგიზ ალიევმა და 2 ლაშა ცერცვაძემ.
გაცნობებთ, რომ მეორე წრის მომდევნო მატჩი 4 სექტემბერს, 17:00 სთ-ზე, მერცხალის სტადიონზე ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ოზურგეთის “მერცხალი” და ჩოხატაურის “ბახმარო 2” დაუპირისპირდებიან.