საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებიდან გოლები ელისანდრომ, არჩილ სებისკვერაძემ და თალესიმ გაიტანეს.
ცნობისთვის, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატში პირველად ასპარეზობს.