ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:
„ნამდვილად წარმატებს ვუსურვებ პრემიერის შვილს, თან გულწრფელად. ნებისმიერი განათლებული ქართველი სანთელია ქვეყნისთვის.
მაგრამ ნახეთ რა ხდება: პრემიერი არ ენდობა ქართულ განათლების სისტემას და დონეს, შს მინისტრი არ ენდობა ქართულ ჯანდაცვას, ჯანდაცვას არ ენდობიან პარლამენტარები, მინისტრები და სასულიერო იერარქები. იგივე პირები არ ენდობიან ქართველ არქიტექტორებს და საკუთარ სახლებს უცხოელებს აპროექებინებენ. იგივე პირები არ ენდობიან ქართულ ბანკებს და დანაზოგებს უცხოურ ბანკებში ინახავენ თან სხვის სახელზე… არ გავაგრძელებ… უბრალოდ ეს სიმპტომია და წარმატება სახელმწიფოსი რაში მდგომარეობს, ხელისუფლების ცალ-ცალ კალოშა ტიპები რომ მილიონერები გახდნენ?“ – წერს გოჩა მირცხულავა.