ოზურგეთელი ტაეკვანდოელების ორი მედალი საერთაშორისო ღია პირველობიდან

ოზურგეთელი ტაეკვანდოელების მორიგი წარმატება და ორი მედალი საერთაშორისო ღია პირველობიდან!
 15, 16 , 17 სექტემბერს ქ. ბათუმში ოლიმპიურ ტაეკვანდოში ბათუმის საერთაშორისო ღია პირველობა გაიმართა 2008 – 2014 წწ დაბადებულთა შორის.
 შეჯიბრში 400 – ზე მეტი მოზარდი იღებდა მონაწილეობას. ხსენებულ პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – ჯამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ტაეკვანდოს სექციის ( ურეკი) სპორტსმენებმა. ,, მებრძოლი სულის” ბიჭებმა შინ ორი მედალი, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო წამოიღეს.
🥈 საბა გიგაძე II ადგილი
🥉 ნიკა სულაძე III ადგილი
✅ ოზურგეთელი სპორტსმენები ასპარეზობისთვის გიორგი ბერიძემ მოამზადა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share