კლიმატი იცვლება, ბუნება უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანი – პაპუაშვილი

“იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, რომ ასეთი კატასტროფები აღარ განმეორდება, თუმცა კლიმატი იცვლება, ბუნება უფრო ძლიერია ვიდრე ადამიანი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ მზად ასეთი კატასტროფებისთვის. მზად იმისთვის რომ ის, რაც შეგვიძლია წინასწარ განვჭვრიტოთ, წინასწარ განვჭვრიტოთ, მაგრამ თუკი ეს კატასტროფა მაინც თავს დაგვატყდება, ერთი რამე ალბათ შეგვახსენა შოვის ტრაგედიამ, რომ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდში დგომა, სოლიდარობა, დახმარება და ასე უნდა გავიტანოთ ერთმანეთი.”

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის დასრულების შემდეგ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share