ყველას შეიძლება სისხლი ჩაექცეს ტვინში, ინფარქტი დაემართოს, ფეხი მოიტეხოს – ამის ტოლფასია სტიქია – ლადო კახაძე

“ყველა ადამიანს, ნებისმიერს შეიძლება ტვინში სისხლი ჩაექცეს, ინფარქტი დაემართოს, უცბად. ტრავმა მოუვიდეს, გარეთ გავიდეს – ფეხი არასწორად დადოს და ფეხი მოიტეხოს. ამის ტოლფასია სტიქია, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.

მე ექიმი ვარ და ვიცი რასაც ვლაპარაკობთ ახლა. პოლიტიკოსებს გადრით ექიმებს და ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკოსები ექიმების დონეზე ავიყვანო, მაგრამ ზოგს არ გიხდებათ ეს ექიმობა. საზოგადოების ექიმობებად ვერ ივარგებთ. გაჯანსაღების მაგივრად, თქვენი სიტყვით აავადებთ საზოგადოებას

მე ბოდიშს ვუხდი ყველა გარდაცვლილთა სულს, მიწაზე დარჩენილებს ტკივილში ვუერთდები. ყველას ვისაც სტკივა, ყველას მიმართ სამძიმარს, სრულიად საქართველოს ბინადრების მიმართ სამძიმარს გამოვთქვამ. დედამიწის მიმართ, დედამიწაც ცოცხალი ორგანიზმია და მან არ იცის სად რა მოუვა. სად მოწყდება მეწყერი, ეს არ იცის დედამიწამ. პროგნოზს რაც შეეხება, აგერ 50 წელია გაფრთხილებთ სიგარეტს ნუ ეწევით თორემ ინფარქტი მოგივათო და არ მიჯერებთ კაცო. ეს პროგნოზი არის პერსპექტივის, მე პოლიტიკაში გეუბნებით რომ ანალიზის გარეშე მარტო პოლიტიკურად ანგაჟირებულ სიტყვებს ნუ ლაპარაკობთ ამ მიკროფონში, ხალხს აავადებთ თქო ვიძახი და არ ასრულებთ კაცო”

განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლადო კახაძემ შოვის ტრაგედიაზე საუბრისას

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share