”სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმდენად აბსურდულია, რომ ამ შემთხვევაში ძალიან ჭირს კანონმდებლობაში, ან თუნდაც უბრალოდ ლოგიკით პასუხებს მივაგნოთ, როგორ შეიძლება პროცესების ნორმალიზება.
კანონი, როგორც წესი, არ ვარაუდობს ხოლმე, რომ ასეთი უცნაური გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღონ, ისეთი მაღალი თანამდებობის პირებმა, როგორიც საქართველოს პრეზიდენტია, ამიტომ ასეთი შემთხვევები პირდაპირ რეგლამენტირებული არ გახლავთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ალბათ ადრე თუ გვიან, როცა მიხვდება, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან თვალსაზრისითაც, არც მისთვის და არც სხვისთვის ეს გადაწყვეტილება გამართლებული არ არის, ალბათ, შეცვლის გადაწყვეტილებას. აბსოლუტურად გაუგებარია მისი გადაწყვეტილება […]
ყველა მეტი პასუხისმგებლობით უნდა იყოს განწყობილი, როდესაც მსგავს საკითხებს აფასებს. ეუბნება საზოგადოებას, რასაც ეუბნება და მოგვიანებით, ძალიან მალევე, საზოგადოება იგებს, რომ ასეთი მიწოდებული ინფორმაცია, განმარტებები აღმოჩნდა მცდარი. არ უნდა ჩაიგდოს და არ უნდა ჩაიყენოს ამ მდგომარეობაში პრეზიდენტმა თავი. ნამდვილად გულსატკენია ეს ყველაფერი და ძალიან ცუდად ჩანს და ნამდვილად გული მტკივა, რომ, მაგალითად, პაატა მანჯგალაძე ბრიყვობას უწოდებდეს შემდეგ მის გადაწყვეტილებას. ”