“რუსეთისგან დატყვევებული: რუსეთის გავლენის შეფასება საქართველოში და ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრა” – ამ სახელწოდებით 10 ოქტომბერს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დისკუსია გაიმართება.
ევროპარლამენტში პანელურ დისკუსიას ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე და კონრად ადენაუერის ფონდის, ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელი, ჰარდი ოსტრი უხელმძღვანელებენ.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტ მენეჯერად გიორგი კანდელაკი, ადამიანის უფლებათა ფონდის თავმჯდომარე გარი კასპაროვი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი, უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრის უფროსი ნატალი ვოგელი, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძე, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი.