გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ჯეოქეისის მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე, ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას “საფრთხისა და რისკის” მატარებლად აფასებს.
“ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსებმა შეიძლება, გარკვეული ნაწილი თავისი ხომალდების, ეს ეხება მაინც სადესანტო ხომალდებს, გამოიყვანონ და თავი შეაფარონ ოჩამჩირეს, რაც პრინციპში შეიძლება, ლეგიტიმური სამიზნეც აღმოჩნდეს უკრაინისთვის. ამ თვალსაზრისით ეს არის საფრთხისა და რისკის მატარებელი”- თქვა კაპანაძემ.
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და “და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს”.